აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები

აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები (ინგლ. Insular areas) — აშშ-ის ტერიტორიული სამფლობელოები, რომლებიც არ შედიან ქვეყნის რომელიმე 50 შტატის ან კოლუმბიის ოლქის შემადგენლობაში. ყველა კუნძულოვანი ტერიტორია, კუნძულ პალმირას გარდა აშშ-ის არაინკორპორირებული ტერიტორიებია, ანუ ისინი არიან სამფლობელოები და არა ქვეყნის ნაწილები. ატოლი პალმირააშშ-ის ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიაა, ანუ ქვეყნის ნაწილია.

ზოგიერთი კუნძულოვანი ტერიტორიების მაცხოვრებლები ითვლებიან აშშ-ის მოქალაქეებად, თუმცა არ იხდიან ფედერალურ გადასახადებს და არ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. კუნძულოვან ტერიტორიებზე დამზადებულ საქონელს შეუძლია ჰქონდეს აღნიშვნა Made in USA.

კუნძულოვანი ტერიტორიები მდებარეობენ წყნარ ოკეანეში და კარიბის ზღვაში.

აშშ-ის კუნძულოვანი ტერიტორიები მსოფლიოს რუკაზე
დროშა გერბი ტერიტორია რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი სტატუსი
1 პუერტო-რიკო კარიბის ზღვა 9104 3 725 789 სან-ხუანი არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია
2 აშშ-ის ვირჯინის კუნძულები კარიბის ზღვა 346,36 106 405 შარლოტ-ამალია არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია
3 გუამი წყნარი ოკეანე 541 159 358 ჰაგატნა არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია
4 ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები წყნარი ოკეანე 463,63 53 883 საიპანი არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორია
5 ამერიკის სამოა წყნარი ოკეანე 199 55 519 პაგო-პაგო არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
6 პალმირა წყნარი ოკეანე 6,56 დაუსახლებელი ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
7 ნავასა კარიბის ზღვა 5,2 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
8 კინგმენი წყნარი ოკეანე 0,01 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
9 მიდუეი წყნარი ოკეანე 6,23 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
10 ჯერვისი წყნარი ოკეანე 4,45 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
11 ბეიკერი წყნარი ოკეანე 1,24 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
12 ჰოულენდი წყნარი ოკეანე 1,62 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
13 ჯონსტონი წყნარი ოკეანე 2,52 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
14 უეიკი წყნარი ოკეანე 7,4 დაუსახლებელი არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორია
სულ 10 689 4 100 954

შენიშვნა: ცხრილში ნაჩვენებია პალმირას, ნავასას, მიდუეის, ჯონსტონის და უეიკის კუნძულების არაოფიციალური დროშები. მათი ოფიციალური დროშაა — აშშ-ის დროშა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება