ka.m.wikipedia.org
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
უნივერსალური წევრობის მრავალფუნქციური საერთაშორისო ორგანიზაცია
(გადამისამართდა გვერდიდან გაერო)
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით - United Nations, UN) — საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
სია
United Nations

الأمم المتحدة

联合国

Organisation des Nations unies

Организация Объединённых Наций

Naciones Unidas

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
დროშა

გაეროს წევრი სახელმწიფოები
შტაბ-ბინანიუ-იორკი
ოფიციალური ენებიინგლისური
არაბული
ჩინური
ფრანგული
ესპანური
რუსული
ტიპისაერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია
წევრი193 წევრი სახელმწიფო
2 დამკვირვებელი სახელმწიფო
ლიდერები
 - გენერალური მდივანიანტონიუ გუტერეში
 - გენერალური მდივნის მოადგილეამინა ჯ. მოჰამედი
 - გენერალური ასამბლეის პრეზიდენტიპიტერ ტომსონი
 - ეკონომიკური და სოციალური საბჭოს პრეზიდენტიფრედერიკ მუსივა
მაკამურე შავა
 - უშიშროების საბჭოს პრეზიდენტიმეთიუ რიკროფტი
დაარსება
 - გაეროს ქარტიის ხელმოწერა26 ივნისი 1945 
 - ქარტია ძალაში შევიდა24 ოქტომბერი1945 
მოსახლეობა
 - 2016 შეფასება7 403 020 000
საიტი
un.org
un.int
ორგანიზაციის შექმნის ისტორია
გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს „გაერთიანებული ერების დეკლარაციას“, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ „ერთა ლიგის“ არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.
გაეროს წესდება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლითაც წესდება ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და ფუნქციები. მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. წესდების თანახმად, გაეროს მთავარი მიზნებია:
ამ მიზნების მისაღწევად გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:
გაეროს სტრუქტურა
გაეროს მთავარი ორგანოებია:
გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკში
გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე:
ორგანიზაციის ფუნქციონირება
შტაბ-ბინა. გაეროს მთავარი ბინა ნიუ-იორკშია. იქ არის მისი მუდმივმოქმედი ორგანოები - უშიშროების საბჭო და სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება სხვა მთავარი და დამხმარე ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში.
ოფიციალური ენები. გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური. ამ ენებზეა შედგენილი წესდების ავთენტიკური თარგმანები, შეიძლება სიტყვით გამოსვლა გაეროს ორგანოებში და ქვეყნდება ოფიციალური დოკუმენტაცია. გაეროს სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული, ზოგიერთ ორგანოებში ასევე ესპანური და რუსული.
ბიუჯეტი. გაეროს ბიუჯეტი შედგება წევრი სახელმწიფოების ყოველწლიური შენატანებისაგან. ორგანიზაციის ბიუჯეტის 25%-ს აშშ ავსებს. „მსხვილი გადამხდელები“ არიან აგრეთვე: იაპონია (10,8%), გერმანია (8,3%), საფრანგეთი (6,4%), დიდი ბრიტანეთი (4,9%).
გაეროს წევრები
გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს, და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს. ამჟამად გაეროს წევრია 193 სახელმწიფო, ამას გარდა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოები (51)
 ავსტრალიაარგენტინააშშახალი ზელანდია,
 ბელგია, ბელორუსიის სსრ,
 ბოლივია,
 ბრაზილიაგვატემალა,
 დანიადიდი ბრიტანეთი,
 დომინიკელთა რესპუბლიკა,
 ეგვიპტეეთიოპია,
 ეკვადორი,
 ერაყი,
 ვენესუელა,
 თურქეთი,
 ინდოეთიირანიიუგოსლავიაკანადა,
 კოლუმბიაკოსტა-რიკაკუბა,
 ლიბანილიბერიალუქსემბურგიმექსიკა,
 ნიდერლანდინიკარაგუა,
 ნორვეგია,
 პანამაპარაგვაი,
 პერუპოლონეთი,
 საბერძნეთისალვადორი,
 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა,
 საუდის არაბეთი,
 საფრანგეთი,
 სირიასსრკ, უკრაინის სსრ,
 ურუგვაიფილიპინები,
 ჩეხოსლოვაკია,
 ჩილე,
 ჩინეთიჰაიტიჰონდურასი.
აღსანიშნავია, რომ გაეროს დამფუძნებლებს შორის იყვნენ ბელორუსიის და უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, რომლებიც არ იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და წარმოადგენდნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში მყოფ მოკავშირე რესპუბლიკებს.
გაეროს სხვა წევრი სახელმწიფოები (წევრად მიღების ქრონოლოგიის მიხედვით)
Last edited on 20 მაისი 2021, at 11:35
ვიკიპედია
შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0 პირობებით (თუ სხვა არ არის მითითებული).
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გამოყენების პირობები
დესკტოპი
 მთავარი შემთხვევითი  სიახლოვეს  შესვლა  პარამეტრები  შემოწირულობები  ვიკიპედიის შესახებ  პასუხისმგებლობის უარყოფა
სხვა ენაზე წაკითხვაკონტროლირედაქტირება