დარბაზული ეკლესია

დარბაზული ეკლესია — საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები და გარშემოსავლელიც აქვს. არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ (სანქტ-ბართოლომეუსის კაპელა პადერბორნში, გერმანია, დაახლოებით 1017; სან-სერნენის ეკლესია ტულუზაში, საფრანგეთი, XI საუკუნის დასასრული) და სხვა. აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული ევროპაში დარბაზულ ეკლესიებს თითქმის აღარ აშენებენ. საქართველოში დარბაზული ეკლესია ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. სოფლის მცირე, მხატვრულად უმნიშვნელო სამლოცველოებთან ერთად დარბაზული ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება ბევრი საყურადღებო ძეგლიც: აკვანება, ოლთისი, ეხვევი, ხცისი, სავანე, მაღალაანთ ეკლესია, ქარზამეთი და სხვა.

შტადტკირხე, ბად-ჰერსფელდი

ლიტერატურა რედაქტირება