ka.m.wikipedia.org
ვიკიპედია:რჩეული სტატიები
რჩეული სტატიები კანდიდატები წესები და პროცედურა სტატუსის მოხსნა არქივი
მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.
ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია ვიკიპედიის სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 156 940 სტატიაა, მათ შორის კი მხოლოდ 229 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ.
თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.
ახალი „რჩეულები“
სტოიციზმიელინისტური ფილოსოფიური სწავლება, რომელიც ზენონ კიტიონელის (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი) თაოსნობით შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში, ათენში. ასევე ზენონის სახელს უკავშირდება პირველი სტოიკური სკოლის ჩამოყალიბება. აღსანიშავია, რომ სტოიციზმი მოიაზრება ეთიკურ ფილოსოფიად, რომელიც აყალიბებს ლოგიკურ სისტემასა და გვთავაზობს სამყაროს ერთიანი შეხედულების მოდელს. სწავლების მიხედვით, ევდაიმონიისკენ (ბედნიერებისკენ) მიმავალი გზა ეხმარება ადამიანს თავი დაიცვას ავხორცობისა და შიშისგან, შეიმეცნოს სამყარო სრული სისავსითა და აღმოაჩინოს საკუთარი თავი ბუნებასთან მიმართებით.
სტოიკოსები განსაკუთრებით ცნობილნი არიან მათი სწავლებით, რომ  „სიქველე ერთადერთი სიკეთეა“ ადამიანთათვის, ხოლო გარეშე ფაქტორები, როგორებიცაა ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიამოვნება - არ წარმოადგენენ თავისთავად კარგ, ან ცუდ ცნებებს, არამედ მათ გააჩნიათ ღირებულება სათნო ქმედებების მიმართებით. ღირებულებებს განვსაზღვრავთ სხვადასხვა კრიტერიუმებით, რომლებიც შეგვიძლია თავსებადი გავხადოთ სიქველესთან მიმართებით. არისტოტესეული ეთიკის პარალელურად, სტოიკური ტრადიცია წარმოადგენს სიქველის ეთიკის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. სტოიკოსების დაშვებით, დესტრუქციულ ემოციებს შეცდომაში შეჰყავთ განსჯა და მიაჩნდათ, რომ ადამიანებმა უნდა შეინარჩუნოს „ბუნებასთან შესაბამისი“ ნება. ამდენად მნიშვნელოვანია, არათუ რას ამბობს ადამიანი, არამედ როგორ მოქმედებს. თანმიმდევრული ცხოვრებისთვის კი ამასთანავე მნიშვნელოვანია ბუნებითი წესების შემეცნება, რადგან ისინი წარმოადგენენ ყოველთა საფუძველს.
მრავალი სტოიკოსი, მაგალითად სენეკა და ეპიქტეტე - მიიჩნევდნენ, რომ სიკეთე (სიქველე) საკმარისია ბედნიერებისათვის, სიბრძნე კი ემოციური მდგრადობის მომნიჭებელია. ხსენებული ხედვა თავსებადია ფრაზასთან - „სტოიცისტური სიმშვიდე“, თუმცა ფრაზა არ მოიცავს რადიკალურ სტოიკურ ეთიკურ ხედვას, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ სიბრძნე შეიძლება იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი და ყველა ტიპის მორალური გადაცდომა, თანაბრად მიუღებელი.
სტოიცისზმი პოპულარული გახდა ძველ ბერძნულ-რომაულ სამყაროებში, ძვ. წ. III საუკუნეში, როცა მის მიმდევართა შორის იყო იმპერატორი მარკუს ავრელიუსი, ხოლო უარყოფილ იქნა ქრისტიანობასთან ერთად, IV საუკუნეში.

ლევან მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912 — გ. 5 დეკემბერი, 1992) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.
ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1973) შესახებ. მისი ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინეს და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლეს კრუბერის გამოქვაბული.
ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია. მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.
2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის​ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.

კურთხეული გაზაფხული (რუს. Весна священная; ფრანგ. Le Sacre du printemps; ინგლ. The Rite of Spring „გაზაფხულის რიტუალი“) — იგორ სტრავინსკის ბალეტი და საორკესტრო საკონცერტო ნაწარმოები. დაიწერა სერგეი დიაგილევის საბალეტო კომპანიის „რუსული ბალეტის“ (ფრანგ. Ballets Russes) 1913 წლის პარიზული სეზონისთვის. თავდაპირველი ქორეოგრაფიის ავტორი იყო ვასლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენის დიზაინი და კოსტიუმები ნიკოლაი რერიხს ეკუთვნოდა. მისი პრემიერა 1913 წლის 29 მაისს, ელისეს მინდვრების თეატრში (Théâtre des Champs-Élysées) შედგა. მუსიკისა და ქორეოგრაფიის ავანგარდულმა ხასიათმა სენსაცია გამოიწვია. ბევრმა პირველი საღამოს რეაქციას „ამბოხი“ ან „თითქმის ამბოხი“ უწოდა, თუმცა, მხოლოდ 1924 წლის დადგმის განხილვებში, პრემიერიდან ათზე მეტი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო სასცენო ნაწარმოებად, რომელშიც კონკრეტული პასაჟები პერსონაჟების და სიუჟეტის თანხლებას წარმოადგენს, მუსიკამ არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, აღიარება მოიპოვა, როგორც საკონცერტო პიესამ და ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები. როცა დიაგილევმა „რუსული ბალეტისთვის“ ნაწარმოებები შეუკვეთა, სტრავინსკი ახალგაზრდა, თითქმის უცნობი კომპოზიტორი იყო. „კურთხეული გაზაფხული“ მათი ერთობლივი პროექტებიდან მესამე იყო, წარმატებული „ფასკუნჯის“ (1910) და „პეტრუშკას“ (1911) შემდეგ. კონცეფცია, რომელიც „კურთხეულ გაზაფხულს“ უდევს საფუძვლად, სტრავინსკის იდეის მიხედვით რერიხმა განავითარა და იგი ასახულია ქვესათაურში „სურათები წარმართული რუსეთიდან ორ ნაწილად“. სცენარი აღწერს სხვადასხვა წარმართულ რიტუალს, რომელიც გაზაფხულის დადგომის აღნიშვნას უკავშირდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლად შესაწირად ირჩევენ და იგი ცეკვით იკლავს თავს. არაერთგვაროვანი კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, რომელიც მის თავდაპირველ შესრულებას და მოკლე ლონდონურ ტურნეს მოჰყვა, ბალეტი 1920 წლამდე აღარ შესრულებულა. ამ წელს ნიჟინსკის ქორეოგრაფია ლეონიდ მასინის ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ რვაჯერ დაიდგა.

არადეთისოფელი​საქართველოში​, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს მდინარე​აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ქარელიდან 7 კილომეტრში. მოსახლეობა მისდევს მეხილეობასა და მებოსტნეობას.
არადეთი იხსენიება XI საუკუნეში, განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 წელს არადეთის მიდამოებში გაიმართა არადეთის ბრძოლა. ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე II ჯაყელიათაბაგი. XV-XVI საუკუნეებში არადეთი საამილახვროში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ I-მა არადეთი მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 წელს ერეკლე II-მ არადეთი უბოძა თავად წერეთელს. არადეთი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში. 1910 წელს სოფელი შეისწავლა და აღწერა ივანე ჯავახიშვილმა.
სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 წელს აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.
გეოგრაფია
ისტორია
პიროვნებები:ჯუზეპე გარიბალდი · იოზეფ გებელსი · ზვიად გამსახურდია · პეტრე ბაგრატიონი · ანასტასია რომანოვა · ერნესტო ჩე გევარა · ჰანიბალი · ვახტანგ VI · ოქტავიანე ავგუსტუსი · ადოლფ ჰიტლერი · ნევილ ჩემბერლენი · დომიციანე · მამედ ემინ რასულზადე · ელიზაბეტ დე ვალუა · ხლოდვიგ I · მიხეილ სუსლოვი · კალვინ კულიჯი · ანა ბრეტონელი
მეცნიერება
ფიზიკა/მათემატიკა:e (რიცხვი)
ტექნიკა
ინფორმატიკა: Mozilla Firefox
მედიცინა: ცოფი
რელიგია და მითოლოგია
სპორტი
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · ფკ დინამო თბილისი · რიო ფერდინანდი · საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · მილანი (ფეხბურთი) · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი · მაიკლ კერიკი · გიორგი ქინქლაძე · ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია · არიენ რობენი · მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში · რონალდინიო · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) · პელე · ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
საზოგადოება
ეთნოლოგია: აფხაზები
კოლექციონირება:
გართობა: GTA · The Sims 2
ხელოვნება და კულტურა
პიროვნებები:დავით გურამიშვილი · ნიკო ფიროსმანი · კირილ ზდანევიჩი · მადონა · ჯეკ კერუაკი · ტერენტი გრანელი · ზემფირა · თედორე დოსტოევსკი · ტიესტო · ალანის მორისეტი · ჯონი კეში · ჯინჯერ როჯერსი · უოლტ დისნეი · ჯექსონ პოლოკი · ალფრედ ჰიჩკოკი · ეიკონი · ვლადიმირ ვისოცკი · ინგვი მალმსტინი · კლიფ ბარტონი · გიორგი შარვაშიძე · გაბრიელ გარსია მარკესი
სახვითი ხელოვნება:ბრინჯაოს მხედარი

კანდიდატები: გადახედეთ არსებულს ან წამოაყენეთ ახალი
Last edited on 9 დეკემბერი 2015, at 17:53
შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0 პირობებით (თუ სხვა არ არის მითითებული).
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გამოყენების პირობები
დესკტოპი
 მთავარი შემთხვევითი  სიახლოვეს  შესვლა  პარამეტრები  შემოწირულობები  ვიკიპედიის შესახებ  პასუხისმგებლობის უარყოფა
სხვა ენაზე წაკითხვაკონტროლირედაქტირება