თათრების ციხე — ეკლესია არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, გორხანის უბნის ზემოთ, მთის ფერდობზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. უაფსიდო. ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ კედლის შუა ნაწილი.

შენობას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. შიგნით ოთხივე კუთხე მომრგვალებულია. აღმოსავლეთით საკურთხეველია, რომელიც გრძივი კედლებიდან გამოყოფილი არ არის. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილში, თითო უჩვეულოდ დაბალი, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი.

ლიტერატურა რედაქტირება