იუტა (ინგლ. Utah) — შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მდებარეობს მთიან რეგიონში. სახელი დაერქვა ინდიელთა ტომის უტესის მიხედვით. 1776 – გამოიკვლიეს ფრანცისკანელმა მონაზვნებმა ესპანელთათვის. 1824 – ამერიკულმა სკაუტმა ჯიმ ბრიჯერმა აღმოაჩინა მლაშე ტბები. 1848 – ტერიტორიის ნაწილი მექსიკამ გადასცა აშშ-ს. 1850 – აშშ-ს ტერიტორია. 1896-დან შტატი. განვითარდა მორმონების წყალობით, რომლებიც ახლაც უდიდეს რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენს. მორმონების რიცხვი შტატში 830 ათასს შეადგენს.

  • ფართობი – 213 ათასი.
  • მოსახლეობა - 2,344 ათასი (თეთრი 93,8 %, აფროამერიკელი 0,7 %, ლათინურამერიკელი 4,9 %).
  • ქალაქის მოსახლეობა - 84,4 %.
  • ქალაქებისოლტ-ლეიკ-სიტი (დედაქალაქი), 173 ათასი, უესტ-ველი, 100 ათასი, პროვო, 99 ათასი.
  • თავისებურებები – კოლორადოს პლატო, დიდი მლაშე ტბა, 5 ეროვნული პარკი, მორმონების ტაძარი სოლტ-ლეიკ-სიტიში.
იუტა
იუტის დროშა იუტის გერბი
მეტსახელი: Beehive State
დევიზი: Industry
დედაქალაქი სოლტ-ლეიკ-სიტი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
გუბერნატორი Spencer Cox[1]
საკანონმდებლო ორგანო იუტის შტატის საკანონმდებლო ორგანო
ფართობი 219 653 კმ²
მოსახლეობა 3 271 616[2] კაცი
უმაღლესი წერტილი კინგს-პიკი
უდაბლესი წერტილი ბივერ-დემ-უოში
შტატი გახდა 4 იანვარი, 1896
სასაათო სარტყელი UTC−7, ამერიკა/დენვერი და სამთო სასაათო სარტყელი
საფოსტო აბრევიატურა UT
მოსაზღვრე რეგიონები ნევადა, აიდაჰო, ვაიომინგი, კოლორადო, არიზონა და ნიუ-მექსიკო
ადმინისტრაციული დაყოფა
საიტი utah.gov

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იუტა&oldid=4088104“-დან