ნიკარაგუის არხი — საზღვაოსნო გზის გეგმა, რომელმაც უნდა დააკავშიროს კარიბის ზღვა წყნარი ოკეანის აუზთან ნიკარაგუის ტერიტორიის გავლით. ამ არხმა უნდა გაიაროს მდინარეებზე, რათა დაუკავშირდეს ნიკარაგუის ტბას , საიდანაც რივასის გეოგრაფიული ყელის გავლით დაუკავშირდება წყნარი ოკეანის აუზს.

არხის გეგმა, 1899

ჯერ კიდევ ადრეულ კოლონიურ ეპოქაში მსჯელობდნენ საზღვაო არხის აგებაზე მდინარე რიო სან ხუანის გამოყენებით. ასეთი არხის აშენების გეგმები ჰქონდა აშშ-ს მე-20 საუკუნის დასაწყისში, თუმცა მან მიატოვა საკუთარი გეგმის განხორციელება, რადგანაც საფრანგეთი უკვე ახორციელებდა პანამის არხის გაყვანას მისაღებ ფასად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება