ყირიმელი თათრების დეპორტაცია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ყირიმელი თათრების დეპორტაცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ყირიმელი თათრების დეპორტაცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ყირიმელი თათრების დეპორტაცია (ყირიმ. Qırımtatar halqınıñ sürgünligi, Къырымтатар халкъынынъ сюргюнлиги; უკრ. Депортація кримських татар; რუს. Депортация крымских татар) — ყირიმელი თათრების იძულებითი გადასახლება ყირიმიდან უზბეკეთში და მის მიმდებარე ყაზახეთისა და ტაჯიკეთის რაიონებში. მცირე ჯგუფები ასევე გადაასახლეს მარის ასსრ-ში და რსფსრ-ის სხვადასხვა რეგიონებში. დეპორტაცია განახორციელა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1944 წლის 18-დან 20 მაისის[1] ჩათვლით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ხელმძღვანელის იოსებ სტალინის ხელმოწერით.

ოფიციალურად, დეპორტაცია დასაბუთებული იყო ყირიმელი თათრების მასობრივი მონაწილეობით კოლაბორაციონისტულ ფორმირებებში, რომლებიც გამოდიოდნენ ნაცისტური გერმანიის მხარეზე დიდი სამამულო ომის პერიოდში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო თანამშრომლობა ოკუპანტებთან, თუმცა არც საერთაშორისო სამართალი და არც საბჭოთა კანონები არ განიხილავდა კოლექტიურ პასუხიმგებლობას ცალკეული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე[2].

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“[3].

1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა[4].

2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო[5].

უკრაინის უზენაესმა რადამ 2015 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა და 18 მაისი გამოაცხადა ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ[6][7]. 2019 წლის 9 მაისს ლატვიამ, ხოლო 6 ივნისს ლიტვამ დეპორტაცია გენოციდად აღიარეს[8][9].

წინაპირობები

ყირიმელი თთრების რაოდენობა ყირიმში[10][11]
წელი რაოდენობა წილი (%)
1783 500 000 98,0
1897 186 212 34,1
1939 218 879 19,4
1959
1979 5 422 0,3
1989 38 365 1,6

ყირიმელი თათრები წარმოადგენენ ყირიმის ნახევარკუნძულის ძირძველ მოსახლეობას[12][13][14]. 1441-1783 წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე არსებობდა ყირიმის სახანო, რომელიც ჩამოყალიბდა ოქროს ურდოს დაშლის შედეგად. სახანოს მოსახლეობამ, რომელიც თურქულენოვანი იყო, XV საუკუნეში მიიღო ისლამი. XV-XVII საუკუნეების განმავლობაში ყირიმის სახანო მონაწილეობდა რეჩ-პოსპოლიტას და რუსული სამთავროების ბრძოლაში თავდაპირველად, როგორც მოსკოვის დიდი სამთავროს მომხრე, ხოლო შემდეგ სიტუაციურად — ხან ერთის მხარეს გამოდიოდა, ხან მეორის მხარეს[15].

XVIII საუკუნეში რუსეთის იმპერიამ დაიწყო ექსპანსია სამხრეთის მიმართულებით სამხრეთის ზღვებზე გასასვლელის მოსაპოვებლად, რომელიც გარდაიქმნა რუსეთ-ოსმალეთის ომებად, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო კონტროლის დამყარება ყირიმის სახანოზე[16].

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი დასრულდა ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც რუსეთის იმპერიამ დაადასტურა ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მის მაშინდელ საზღვრებში, რომელიც მოიცავდა ყირიმს და შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთით ბუჯაკიდან და ედისანიდან, დასავლეთით ტამანამდე და ყუბანამდე, რუსეთის ჯარები გავიდა სახანოს ტერიტორიიდან. მაგრამ 1783 წელს, პოტიომკინის სამხედრო კამპანიის შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა „ყირიმის მოთვინიერებას“, მოხდა ყირიმის სახანოს ოკუპაცია რუსეთის იმპერიის მიერ[17], ხოლო მის ტერიტორიაზე 1784 წელს ჩამოყალიბდა ტავრიდის ოლქი, რომლის შემადგენლობაში შევიდა ყირიმი და ტამანის ნახევარკუნძულის ნაწილი[18].

ყირიმის სახანოს ანექსიიდან ძალიან მალევე, რუსეთის მთავრობამ ურალის მთებისკენ გადაასახლა ყუბანის ტერიტორიაზე მცხოვრები ნოღაის თათრები. გადასახლება განახორციელა ჯარმა ალექსანდრე სუვოროვის ხელმძღვანელობით. ნოღაელი თათრების გადასახლებამ გამოიწვია აჯანყება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო, დაწვეს ნოღაელთა სოფლები, დახოცეს 7 000 ადამიანი, ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად[19][20].

ყირიმელმა თათრებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის ხელისუფლებას და იმყოფებოდნენ რუსების ზეგავლენის ქვეშ, დაიწყეს ყირიმის მასობრივი მიტოვება. 1784-1790 წლებში, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 30 % საცხოვრებლად გადავიდა ოსმალეთის იმპერიაში[21][22].

ყირიმის ომი გახდა ყირიმელი თათრების კიდევ ერთი ემიგრაციის ტალღის საბაბი. 1855-1856 წლებში სულ მცირე 500 000-მა ისლამის მიმდევარმა დატოვა რუსეთის იმპერია და გადავიდა ოსმალეთის იმპერიაში. ამ რაოდენობის ერთი მესამედი ყირიმელი თათრები იყვნენ, ხოლო დანარჩენი ნაწილი კავკასიის მუსულმანები. ამ პერიოდის ემიგრანტები შეადგენდნენ მაშინდელი ყირიმის მოსახლეობის 15-23 %-ს. რუსეთის იმპერიამ მასობრივი ემიგრაცია გამოიყენა, როგორც მომავალი „ნოვოროსიის“ რუსიფიკაციის იდეოლოგიური საფუძველი[23]. ორი ასწლეულის განმავლობაში ყირიმელი თათრები რეგიონის უმცირესობად იქცნენ. 1798 წელს ისინი შეადგენდნენ მოსახლეობის 98 %-ს[11], ხოლო 1897 წელს მათი წილი შემცირდა 34,1 %-მდე. ყირიმელი თათრების მიერ მშობლიური ადგილების მიტოვების შემდეგ, რუსეთმა ფართო მასშტაბით წამოიწყო ნახევარკუნძულის რუსიფიკაცია, სადაც ჩაასახლეს რუსები, უკრაინელები და სხვა სლავური წარმოშობის ჯგუფები. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა საბჭოთა პერიოდშიც[24].

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, 1921 წლის 18 ოქტომბერს ყირიმმა მიიღო ავტონომიის სტატუსი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში[25]. 1920-იანი წლების კოლექტივიზაციამ გამოიწვია ძლიერი შიმშილობა, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 100 000 ყირიმელი თათარი. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა იოსებ სტალინის მმართველობის დროს.

დეპორტაციის მიზეზები

 
ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვრეპლთა ძეგლი იალტაში.

დადანაშაულება კოლაბორაციონიზმში

1944 წლის 11 მაისს, ყირიმის ნახევარკუნძულის ნაცისტური გერმანიის ჯარებისაგან სრული განთავისუფლებისთანავე, იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 11 მაისის № ГОКО-5859 დადგენილებას ყირიმის ტერიტორიიდან ყველა ყირიმელი თათრის გასახლების შესახებ. დეპორტაციის დასასაბუთებლად მოამზადეს ლავრენტი ბერიას საანგარიშო მოხსენება, რომელშიც კერძოდ აღნიშნული იყო, რომ:

 
„თათრების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად თანამშრომლობდა გერმანელ-ფაშისტ ოკუპანტებთან და აწარმოებდა ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბჭოთა არმიის ნაწილებიდან დეზერტირი გახდა 20 ათასი ყირიმელი თათარი, რომლებმაც გაყიდეს სამშობლო და ჩადგნენ გერმანელების სამსახურში და ხელში იარაღით ებრძოდნენ წითელ არმიას.“

გამოცხადდა, რომ ყირიმის თათრული მოსახლეობა მხარს უჭერდა „თათრების ეროვნული კომიტეტის“ საქმიანობას, რომელიც შეიქმნა საოკუპაციო ხელისუფლების დახმარებით, რომელმაც ხელი შეუწყო თათართა სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბებას, რათა ემოქმედათ საბჭოთა პარტიზანებისა და წითელი არმიის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მონაცემებით, ყირიმის გათავისუფლების შემდეგ განხორციელებული ოპერატიული ღონისძიებების შემდეგ დააკავეს 5 000-ზე მეტი „სამშობლოს გამყიდველი, გერმანელ-ფაშისტთა თანამზრახველი და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტი“, მოსახლეობიდან ამოიღეს 6 ათასი ერთეული იარაღი და ნაღმსატყორცნი[26]. საბოლოოდ, ლავრენტი ბერიას მოხსენებაში შეთავაზებული იყო ყირიმის ტერიტორიიდან ყველა ყირიმელი თათრის გასახლება[26].

დეპორტაციის ოპერაციის ხელმძღვანელობა დაევალა სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისრების მოადგილეებს ბოგდან ქობულოვსა და ივან სეროვს[27][28][29].

არსებობს მოსაზრება, რომ ყირიმელი თათრების გასახლება მიზნად ისახავდა პოტენციური „მეხუთე კოლონის“ აღმოფხვრას ყირიმში, იმ შემთხვევისათვის თუკი თურქეთი, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა ისტორიული კავშირები ყირიმელ თათრებთან, ჩაერთვებოდა მეორე მსოფლიო ომში. ამ ვარაუდის სასარგელოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან და ამიერკავკასიიდან გადაასახლეს ისლამის მიმდევარი სხვა ეთნოსებიც: ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ბალყარები, თურქი მესხები[30]. საბჭოთა დაზვერვისათვის ცნობილი იყო მესამე რაიხისა და თურქეთის კონტაქტების შესახებ. გერმანია ცდილობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თურქეთის ომში ჩართვას[31][32]. ამრიგად, ყირიმელი თათრების დეპორტაციის ძირითადი მოტივი არ შეიძლება იყოს ომის დანაშაულები და ოკუპანტებთან თანამშრომლობა. მიზეზად შესაძლოა ვივარაუდოთ ომის ზონიდან პოტენციურად მტრული ეთნიკური ჯგუფის მოხსნა.

ზოგიერთმა თანამედროვე მკვლევარმა ეჭვქვეშ დააყენა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოყვანილი მონაცემების სიზუსტე, რომელიც ამტკიცებს ყირიმელი თათრების მტერთან თანამშრომლობის მასობრივ ხასიათს. კერძოდ, ისინი თვლიან, რომ ციფრებზე დაფუძნებული მონაცემები წინასწარაა შემუშავებული[33] ან განგებ დამახინჯებული შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ[34].

სხვა მკვლევრები (ნ. ფ. ბუგაი, ა. მ. გონოვი, ა. ს. ხუგანოვი, ა. ვ. პიხალოვი და სხვები) პირიქით, ამართლებენ დეპორტაციას[35] და არაკრიტიკულად უდგებიან შინსახკომის დოკუმენტებს[36][37][38].

ისტორიკოს სერგეი გრომენკოს მონაცემების თანახმად, გერმანელებთან თანამშრომლობაში ჩართული იყო 3 500 ყირიმელი თათარი[39]. ყირიმელი კოლაბორაციონისტების ევაკუაცია მოხდა გერმანელებთან ერთად გერმანიაში, სადაც მათი რიგებიდან ჩამოაყალიბეს თათრების სამთო-ეგერული პოლკი[40].

დასავლეთის ექსპერტების შეფასებით, ყირიმელი თათრების მხოლოდ 15 % იბრძოდა წითელი არმიის რიგებში. დეპორტაციის დროს მოხდა მათი დემობილიზაცია და გააგზავნეს ციმბირისა და ურალის შრომით ბანაკებში. დეპორტაციას დაექვემდებარნენ ქალები და ბავშვები[30], რომლებიც იმყოფებოდნენ ნახევარკუნძულზე. ნ. ფ. ბუგაი აღნიშნავს, რომ ყირიმის წითელ პარტიზანებს შორის ყირიმელი თათრები მხოლოდ 16 % შეადგენდნენ.[41] არქივების თანახმად, პარტიზანული მოძრაობის 50 % ყირიმელი თათრები იყვნენ[42]. დეპორტაციის დროს გამონაკლისებიც დაუშვეს და არ გააძევეს ისეთი ადამიანები, როგორიცაა მფრინავები სულთან ამეტ-ხანი და ემირ უსეინ ჩალბაში.

არასაიმედოობა

დეპორტაციის შესაძლო მიზეზებს შორის ასახელებენ იმ ეროვნული უმცირესობებისადმი უნდობლობას, რომლებიც ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში თურქეთისა და ირანის საბჭოთა კავშირთან სასაზღვრო რაიონებში, რომელთა უმრავლესობასაც ნათესავები ჰყავდათ საზღვარგარეთ[43].

თურქეთის პოლიტიკა

მთელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში სსრკ-თურქეთის ურთიერთობაში შენარჩუნებული იყო დაძაბულობა. ეს დაკავშირებული იყო თურქეთის არაპროგოზირებად პოლიტიკასთან, რომელიც ხასიათდებოდა „მტრული ნეიტრალიტეტით“. 1941 წლის 18 ივნისს თურქეთმა გერმანიასთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ“. ეს ხელშეკრულება არსებითად აბათილებდა საბჭოთა კავშირ-თურქეთის ხელშეკრულებას „მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ“, (რომელიც დადებული იყო 1925 წლის 17 დეკემბერს) და ადასტურებდა თურქეთის ხელისუფლების მტრულ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირთან[44].

აბდულა ბუგაევის აზრით, სტალინს აშინებდა არამარტო ყირიმელი თათრებისა და კავკასიის რეგიონის მუსულმანი ხალხების შესაძლებლობები, არამედ მათი შესაძლო კონსოლიდაცია კრემლის მოქმედებების წინააღმდეგ თურქეთთან ურთიერთობაში[44].

ებრაელების ავტონომია

ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს მოსაზრებას ყირიმში ებრაული ავტონომიის შექმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც პრაქტიკულად განხორციელდა კიდეც: XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ებრაელების მასიური გადასახლება ყირიმში, რათა შექმნილიყო ებრაული ავტონომია ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. 1924 წელს შექმნილმა ებრაელ მუშათა მიწათმოწყობის საზოგადოებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტრე სმიდოვიჩი, მიიღო გადაწყვეტილება „ებრაელების დასახლების რაიონებად მოეხაზათ, პირველ რიგში ის თავისუფალი ტერიტორიები, რომლებიც მდებარეობდა სამხრეთ უკრაინაში და ჩრდილოეთ ყირიმში“[45][46][47]. ამისათვის კი საჭირო იყო ყირიმელი თათრებისაგან გაეთავისუფლებინათ ყირიმის ტერიტორიები. მილოვან ჯილასი, იუგოსლავიის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, იოსიპ ბროზ ტიტოსთან ერთად საიდუმლოდ ჩაფრინდა სსრკ-ში და პირად საუბარში სთხოვა სტალინს, რის გამოც 1944 წლის გაზაფხულზე დაიწყო ყირიმელი თათრების დეპორტაცია. აღნიშნული პოლიტიკა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან 1939 წელს, 1925 წელთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა ებრაელების რაოდენობა ყირიმის ტერიტორიაზე[48][49].

გადამეტებული სასჯელი პარტიზანების წარუმატებლობის გამო

თანამედროვე ისტორიკოსები და მკვლევრები თვლიან, რომ ყირიმელი თათრების კოლაბორაციონიზმის შესახებ მონაცემების გაყალბების მიზეზი და შემდგომში დეპორტაცია მოვლენების ფაქტობრივი სურათის განზრახ დამახინჯებასთან ერთად იყო საბჭოთა ხელისუფლების მცდელობა, გადაეტანა პასუხისმგებლობა მარცხისთვის ყირიმელ თათრებზე. ამის დასტურად გამოდგება ყირიმის ოლქის აღმასკომის გადაწყვეტილება „ყირიმელი თათრების ქცევის შეფასების შეცდომებზე პარტიზანებთან მიმართებაში, ამ შეცდომების აღმოსაფხვრელად და თათრულ მოსახლეობაში პოლიტიკური მუშაობის გაძლიერებასთან დაკავშირებით“, რომელიც მიიღეს 1942 წლის 18 ნოემბერს, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა[50][51][52][53].

ნკვდ-ს პოლიტიკა

მკვლევარი დალხატ ედიევი წარმოგვიდგენს დეპორტაციის მიზეზის თავისებურ ვერსიას. პირველ რიგში, სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, გაძლიერდა იდეები ეროვნების საფუძველზე არასაიმედოობის შესახებ. მეორეც, ფრონტისპირა და სასაზღვრო რაიონების გამაგრებისათვის ეთნიკური წმენდის პრევენციულმა ზომებმა გარკვეული გამოცდილება შეიძინა. პირველი დეპორტაციების დროს, შეიქმნა და განმტკიცდა პრეცედენტი საბჭოთა ხელისუფლების ხალხისა და პოლიტიკური ინსტრუმენტების გონებაში. შეიქმნა დეპორტაციის სახელმწიფო მანქანა და შემუშავდა მისი სცენარი. გერმანელების დეპორტაციის დროს 1941 წელს ნკვდ-ს სტრუქტურებში შეიქმნა სპეცგადასახლების განყოფილება[54].

დეპორტაციის დაწყებამდე დეპორტაციის ინიციატორები იყვნენ სამხედროები, ხოლო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ამ აქციის აღმასრულებელი იყო. ხოლო უკვე 1943-1944 წლებიდან ნკვდ გამოდის ინიციატორის, აღმასრულებლისა და ბრალმდებლის როლში, რომელიც „აწარმოებდა“ დანაშაულის მტკიცებულებებს რეპრესირებული ხალხის წინააღმდეგ[54].

მეორე მსოფლიო ომის მეორე ნახევარში, გამარჯვებების ხარჯზე არმიის ავტორიტეტი გაიზარდა. ეს არ აწყობდა არც ნკვდ-სა და არც სტალინს. ამ პირობებში, გადაწყდა, რომ გამოიყენოს დეპორტირების მექანიზმი, რათა გაზარდოს ნკვდ-ს რეიტინგი. დეპორტაციის შედეგების მიხედვით ნკვდ-ს ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა მიიღეს სამხევრო, მათ შორის საბრძოლო ორდენები. ლავრენტი ბერია, ბოგდან ქობულოვი, სერგეი კრუგლოვი, ივან სეროვი დააჯილდოვეს სუვოროვის პირველი ხარისხის ორდენით, რომლითაც ჯილდოვდებოდნენ ფრონტისა და არმიის მეთაურები, მათი მოადგილეები, შტაბის მეთაურები, ოპერატიული სამმართველო და ოპერატიული განყოფილებები „წარმატებულად განხორციელებული სამხედრო ოპერაციებისათვის, მცირე ძალებით მოწინააღმდეგის დამარცხებისათვის“. არკადი აპოლონოვი, ვსევოლოდ მერკულოვი და ივან პიიაშევი დააჯილდოვეს კუტუზოვის პირველი ხარისხის ორდენით, რომლითაც აჯილდოებდნენ საბჭოთა წითელი არმიის მეთაურებს. შედარებით დაბალი თანამდებობის ორგანიზატორებმა მიიღეს სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენი — 13 კაცმა, კუტუზოვის მეორე ხარისხის ორდენი — 17 კაცმა და ა. შ[55].

დეპორტაცია დაიწყო როგორც აქცია უცხო ეროვნებების წინააღმდეგ და დასრულდა ეროვნული უმცირესობების დევნით[56].

დეპორტაცია

დეპორტაციის ოპერაცია დაიწყო 1944 წლის 18 მაისს ადრე დილით და დასრულდა 20 მაისის 16:00 საათზე. მის განხორციელებაზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ძალები, სულ 32 ათასი ადამიანი. დეპორტირებულებს მისცეს რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე დრო, რის შემდეგაც სატვირთო მანქანებით რკინიგზის სადგურებზე გადაიყვანეს. საიდანაც ეშელონები გაიგზავნა გადასახლების ადგილებისაკენ. თვითმხილველთა მონათხრობით იმ ადამიანებს ვისაც არ შეეძლოთ გადაადგილება ან წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილზე ხვრეტდნენ. მნიშვნელოვანი სამხედრო შეტაკებები ნკვდ-ს ძალებთან წყაროებში არ ფიქსირდება[57].

№ 5859-сс დადგენილების თანახმად ყირიმელ თათრებს ნება დართეს თან წაეღოთ „პირადი ნივთები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ინვენტარი, ჭურჭელი და სურსათ-სანოვაგე“ სულ 500 კგ. ოჯახზე. 250 სატვირთო ავტომანქანა გამოყვეს ასეთი დიდი რაოდენობით პირადი ნივთებისა და პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის[58].

დეპორტირებულების გადაყვანა ყირიმელი თათრებისა და რუსების წყაროებში სხვადასხვაგვარადაა აღწერილი. ყირიმელი თათრების წყაროები მიუთითებს, რომ მათ შორის იყვნენ მოწმეები, რომლებიც მიუთითებდენ სურსათის, წყლისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვებზე, რამაც მათი აზრით გზაზე მაღალი სიკვდილიანობა გამოიწვია[59][60][61]. რუსული წყაროები კი მიუთითებენ, რომ გადასახლებულებს საშუალება ჰქონდათ გზაში მიეღოთ ცხელი საკვები, რისთვისაც ვაჭრობის სახალხო კომისარიატმა გამოჰყო საკვების დღიური ნორმა: პური — 500 გრამი, ხორცი-თევზი — 70 გრამი, ბურღული — 60 გრამი, ზეთი — 10 გრამი[62]. ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატს უნდა გამოეყო ყოველ ერთ ეშალონზე ერთი ექიმი და ორი მედდა სათადარიგო მედიკამენტებით. თავად ვაგონებში იყო გამათბობლები, მოწყობილი იყო საწოლები და ნაწილობრივ იზოლირებული იყო[63]. თუმცა რეალურად ეშელონებში სხვა სიტუაცია იყო: ყოველდღე მიცვალებულები გაჰყავდათ. არ იყო სამედიცინო მომსახურება, მიცვალებულებს არ ასაფლავებდნენ[64][57].

ნკვდ-ს ტელეგრამაში, რომელიც გაგზავნილი იყო სტალინის სახელზე, მითითებული იყო, რომ გადაასახლეს 183 155 ადამიანი. ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის მონაცემებით კი ყირიმიდან გაასახლეს 112 078 ოჯახი, ანუ 423 100 ადამიანი, რომელთა 89,2 % ანუ 377 300 ადამიანი იყო ქალები და ბავშვები[65]. ოფიციალური მონაცემებით, რომელიც გამოუგზავნეს ლავრენტი ბერიას ტაშკენტიდან გზაში დაიღუპა 191 ადამიანი[66]. თანამედროვე მკვლევარების აზრით, მხოლოდ ტრანსპორტირების დროს შიმშილისა და ავადმყოფობების შედეგად დაიღუპა არაუმეტეს 8 ათასი ყირიმელი თათარი[67]. ყირიმელი თათრების წყაროები, როგორც წესი, მიუთითებენ, რომ სიკვდილიანობა დაკავშირებული იყო წყლის, საკვების და მედიცინის შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან. რუსული წყაროები კი სიკვდილიანობას ხსნიან მხოლოდ ასაკოვნების ხარჯზე[68].

ნკვდ-ს სპეცგადასახლებათა განყოფილების მონაცემებით, 1944 წლის ნოემბერში გადასახლების ადგილებში იმყოფებოდა 193 865 ყირიმელი თათარი, რომელთაგანაც უზბეკეთის სსრ-ში — 151 136, მარის ასსრ-ში — 8 597, ყაზახეთის სსრ-ში — 4 286, დანარჩენები გადაანაწილეს „სამუშაოებზე გამოსაყენებლად“ რსფსრ-ის მოლოტოვის (10 555), კემეროვის (6 743), გორკის (5 095), სვერდლოვსკის (3 594), ივანოვსკის (2 800), იაროსლავსკის (1 059) ოლქებში[27].

უზბეკეთის სსრ-ში ბევრი გადასახლებული მუშაობდა ქალაქ ბაკაბადში ფარხადის ჰესის მშენებლობაზე, კოლმეურნეობებში და საბჭოთა მეურნეობებში ტაშკენტის, ანდიჟანის, სამარყანდის ოლქებში და ქაშქადარინის ოლქის შაჰრისაბზის, ქითაბის რაიონებში. მათი უმრავლესობა თავშესაფარში მდებარე ბარაკებში იყო განთავსებული ან ღია ცის ქვეშ იმყოფებოდა[27].

შედეგები

ყირიმელი თათრების მასობრივი დაღუპვა სსრკ-ში 1946-1947 წლების შიმშილის დროს

ყირიმელი თათრების გაუსაძლისი მდგომარეობა 1944 წლის 8 ივლისს განიხილა უზბეკეთის სსრ-ის კპ ცკ-ს ბიურომ. უზბეკეთის კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საჭირო იყო სასწრაფო ზომების გატარება სპეცგადასახლებულების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად[27].

მიუხედავად ამისა, სპეცგადასახლებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე რჩებოდა სამუშაო პირობები იყო დისკრიმინაციული (სამუშაოს ადგილის არჩევანი გამოირიცხებოდა, ხელმძღვანელობის პოზიციებზე ხელმისაწვდომობა და გონებრივი მუშაობა იყო რთული), სიკვდილიანობა მაღალი იყო[27].

ყირიმელი თათრებისათვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა 1946-1947 წლების მასობრივი შიმშილობა საბჭოთა კავშირში, რომლის დროსაც დაიღუპა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 16 ათასი იყო ყირიმელი თათარი[69]. ეს მონაცემები საბჭოთა ხალხებს შორის არ იყო დიდი, მაგრამ მცირერიცხოვანი ერისათვის ეს კოლოსალური დანაკარგი იყო[60][61][70].

ყირმელ თათრებს შორის სიკვდილიანობის განსხვავებული მონაცემები

20 %[71]
80 %
დაიღუპნენ გადასახლების პირველ წლებში
გადარჩნენ გადასახლების პირველ წლებში
27 %[72]
73 %
დაიღუპნენ გადასახლების პირველ წლებში
გადარჩნენ გადასახლების პირველ წლებში
46 %[73]
54 %
დაიღუპნენ გადასახლების პირველ წლებში
გადარჩნენ გადასახლების პირველ წლებში

ყირიმელი თათრების უფლებების აღდგენა და მათი დაბრუნება ყირიმში

12 წლის განმავლობაში, 1956 წლამდე ყირიმელი თათრები ატარებდნენ სპეცგადასახლებულთა სტატუსს, რაც გულისხმობდა სხვადასხვა უფლებების შეზღუდვას. ყველა სპეცგადასახლებული აყვანილი იყო აღრიცხვაზე და აუცილებლად რეგისტრირებულები კომენდატურებში. საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1948 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით მათი მდგომარეობა გამკაცრდა: სხვა რაიონში გადასვლა არ შეეძლო ახლობლის „მოწვევის“ გარეშე. უკანონოდ გასვლა ხუთდღიანი პატიმრობით ისჯებოდა, ხოლო განმეორებით წესების დარღვევა განიხილებოდა როგორც გადასახლების ადგილიდან გაქცევა და ისჯებოდა 20 წლიანი პატიმრობით[74]. 1954 წლის 13 ივლისის კანონით გადასახლების ადგილის თვითნებური მიტოვებისათვის კატორღა შემცირდა ერთ წლამდე[75]. ფორმალურად სპეცგადასახლებულებისათვის შენარჩუნებული იყო სამოქალაქო უფლებები: მათ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, კომუნისტები ადგილობრივ ორგანოებს შეუერთდნენ[27].

1967 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო კანონი „ადრე ყირიმში მცხოვრები თათარი ეროვნების შესახებ“, რომლის პირველი მუხლით ყველა სანქცია მოხსნეს ყირიმელი თათრების წინააღმდეგ და უსაფუძვლოდ აღიარეს მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები[76]. თუმცა ამავე კანონის მეორე მუხლით მიუხედავად იმისა, რომ მათ მთლიანად აღუდგინეს უფლებები, როგორც სსრკ-ის მოქალაქეებს, არ ჰქონდათ სამშობლოში დაბრუნების და ასევე არც საცხოვრებლისა და სამსახურის მიღების უფლება ყირიმში.

ისტორიკოს ედვარდ ოლვორტის აზრით ყირიმელი თათრების დასჯა უნდა ყოფილიყო მაგალითი საბჭოთა კავშირის სხვა პატარა ერებისათვის. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მარქსისტული თეორია განიხილავდა მცირე ერების გაქრობას[77].

1989 წლის 28 ნოემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო № 845-1[78] დადგენილებით დაამტკიცა „კომისიის დასკვნები და წინადადებები ყირიმელი თათრების პრობლემებზე“[79]. ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა ყირიმელი თათრების სრულ პოლიტიკურ რეაბილიტაციას და რეპრესიული და დისკრიმინაციული ნორმატიული აქტების შეცვლას, ასევე კანონიერად აღიარებდა ყირიმელი თათრების დაბრუნებას „ისტორიული განსახლების ადგილებზე და ეროვნული ერთიანობის აღდგენას“. ასევე ყირიმის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის აღდგენას უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში.

1991 წლის 26 აპრილს გამოვიდა რსფსრ-ის კანონი № 1107-1 „რეპრესირებული ხალხების შესახებ“, რომელმაც საბჭოთა კავშირის ხალხთა რეპრესია აღიარა გენოციდის აქტად[80].

ყირიმელი თათრების მასობრივი დაბრუნება დაიწყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 11 ივლისის № 666 დადგენილების საფუძველზე[81]. დადგენილების თანახმად ყირიმელ თათრებს უფასოდ გადაეცათ მიწის ნაკვეთი და სახლის სამშენებლო მასალები. ამასთანავე მათ მიეცათ უფლება გაეყიდათ საკუთარი მიწა და სახლი უზბეკეთის სსრ-ში. 150 000 ადამიანი დაბრუნდა ყირიმში ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლამდე[82][83][84]. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბრუნებული 60 000 ყირიმელი თათრისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დაბრუნების პროცესი, უზბეკეთში დაიწყო მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი და მშპ ერთ სულ მოსახლეზე მკვეთრად დაეცა, ისევე როგორც სხვა საბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის უკრაინაშიც. უზბეკეთიდან ყირიმელი თათრების მიგრაციის ძირითადი მოტივი იყო სიღარიბე (65,6 %) და უმუშევრობა (31,6 %)[83]. უზბეკეთში მათი სახლები და კარ-მიდამოები იყიდებოდა 5 800 დოლარად, ხოლო ყირიმში მიწის ნაკვეთის მიღება 2,4-ჯერ მეტი ღირდა. ყირიმში დაბრუნება ასევა განაპრობა უზბეკეთში ეროვნული განწყობილების ამაღლებამ. უზბეკები გამდიოდნენ რუსების, ყირიმელი თათრებისა და თურქი მესხების წინააღმდეგ[85].

1990 წლის 1 ოქტომბერს ყირიმში, პირველად 1944 წლის შემდეგ, ჩამოყალიბდა ყირმელი თათრების ერთიანი სახელმწიფო ორგანო — „ყირიმელი თათრების უფლებების აღდგენისა და სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების კომიტეტი“, მოგვიანებით ყირიმის ოლქის ხელისუფლებამ მას უწოდა „დეპორტირებული ხალხების საქმეთა კომიტეტი“[86].

ყირიმში დაბრუნებული თათრების 52,1 %-მა არ აიღო კრედიტი მიწის ნაკვეთის შესაძენად და შეიჭრა სხვის კუთვნილ მიწაზე. ამან გამოიწვია მრავალრიცხოვანი კონფლიქტები. უკრაინაში ეს საკითხი არ მოგვარებულა[87]. ყირიმის ანექსიის შემდეგ სერგეი აქსიონოვის შემუშავებული გეგმის მიხედვით, ყირმელ თათრებს უნდა დაებრუნებინათ მიტაცებული მიწები, რის სანაცვლოდაც სახელმწიფო გადასცემდა მიწებს პირად კუთვნილებაში[88].

დეპორტაციის პერიოდში ყირიმის მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება

 
ყირიმის მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება

ყირიმელი თათრები ყირიმის მოსახლეობის დომინანტი ეროვნება იყო XV საუკუნიდან. მათი დეპორტაციის პირველი ტალღა დაკავშირებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ ყირიმის დაპყრობასთან: ყირიმის მოსახლეობა, რომელიც 1700 წლისათვის იყო 707 ათასი ადამიანი, 1795 წლისათვის შემცირდა 92 ათასამდე[89]. ნახევარკუნძულის მოსახლეობის შემცირება დაიწყო ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის მიერ მის დაპყრობამდე. დეპოპულაციის ერთ-ერთი ეპიზოდი იყო სუვოროვის მიერ 1778 წელს, ქუჩუქ-კაინარჯის საზავი ხელშეკრულების შემდეგ, ქრიტიანების გასახლება ყირიმიდან, რომლის დროსაც გადაასახლეს 31 000 ადამიანი, ძირითადად ბერძნები და სომხები[90].

მეორე მსოფლიო ომის დროს ყირიმელი თათრების დეპორტაციის შედეგად ყირიმის სამხრეთი სანაპირო და სასოფლო დასახლებები პრაქტიკულად დაცარიელდა. ყირიმის ბევრი რაიონი პრაქტიკულად დაიცალა. მოსახლეობის დანაკარგის მასშტაბების დასადგენად 1944 წელს გაიმართა მოსახლეობის გამარტივებული აღწერა, რომელმაც აჩვენა, რომ ყირიმში დარჩა 379 000 მოსახლე, რომელთა 75 % იყო რუსი, 21 % — უკრაინელი და 4 % — სხვა ეროვნება. 1939 წლის აღწერით მანამდე ამ ტერიტორიებზე ცხოვობდა 1,2 მლნ. ადამიანი. საჭირო იყო აღნიშნული დანაკლისის სასწრაფოდ შევსება.

1944 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით რსფსრ-ისა და უკრაინის სსრ-ის ოლქებიდან ყირიმში გადაასახლეს „კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე კოლმეურნეები“ — სულ 51 000 ადამიანი. უკვე 1944 წლის 1 დეკემბრისათვის ყირიმში ჩასახლებულთა რაოდენობა 64 ათასს აღწევს[91].

მომდევნო, 1959 წლის აღწერის მასალებიდან ჩანს, რომ მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 1,2 მილიონამდე, მაგრამ კარდინალურად შეიცვალა ეთნიკური შემადგენლობა. რუსები — 71 %, უკრაინელები — 22 %, ბელორუსები — 2 %. პრაქტიკულად გაქრნენ ყირიმიდან გერმანელები და ყირიმელი თათრები.

1946 წლის 25 ივნისს რსფსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებისა და ყირიმის ასსრ-ს ყირიმის ოლქად გადაქცევის შესახებ“. მას წინ უძღვოდა 1945 წლის 30 ივნისის სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კანონი „ყირიმის ასსრ-ის ყირიმის ოლქად გარდაქმნის შესახებ რსფსრ-ის ფარგლებში“, რომელმაც პრაქტიკულად გავაწყვიტა ყირიმის ავტონომიის ბედი კანონის მიღებამდე ერთი წლით ადრე[92].

1944-1948 წლებში ყირიმის ათასი დასახლებული პუნქტი, მთები და მდინარეები, რომელთა სახელწოდებაც ყირიმული თათრულიდან იყო წარმოქმნილი, შეცვალეს რუსული ტოპონიმებით[27].

1990-იან წლებში ყირიმელი თათრები დაბრუნდნენ მშობლიურ დასახლებებში, თუმცა მათ სახლებში სხვა ხალხი ცხოვრობდა, ადგილობრივი ხელისუფლება არ აპირებდა მათი საცხოვრებელი პირობების მოგვარებას, რამაც შექმნა პრობლემა და ყირიმელმა თათრებმა დაიწყეს მიწების თვითნებური დაკავება. უკანასკნელი აღწერის მიხედვით ყირიმელი თათრების რაოდენობა ყირიმის მოსახლეობის 15 % შეადგენდა[93].

რუსეთის კონტროლის ქვეშ ყირიმის გადასვლის შემდეგ ყირიმის მოსახლეობის 10,6 % (232 ათასი ადამიანი) იყო ყირიმელი თათარი[94].

რეპრესიის აღიარება

ქვეყანა გენოციდად აღიარების თარიღი
  უკრაინა 12 ნოემბერი, 2015
  ლატვია 9 მაისი, 2019[95]
  ლიეტუვა 6 ივნისი, 2019[96].

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“[3].

 

1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა[4].

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ

2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო[97].

მიუხედავად ამისა, მთელი რიგი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა[98][99][100] და საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით[101][102], რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ყირიმლი თათრების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო[98][99]. მაგალითად, ყირიმელი თათრების მეჯლისი აღიარეს ექსტრემისტულ გაერთიანებად და რუსეთში მისი მოქმევება აიკრძალა, რაც ევროპის საბჭოს აზრით ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებულ სარეაბილიტაციო გადაწყვეტილებებს[103].

ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის, ვასვი აბდურაიმოვის აზრით, ყირიმელი თათრების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტების ბაზაზე, როგორიცაა: რუსეთის ფედერაციის 1991 წლის 18 ოქტომბრის კანონი № 1761-1 „პოლიტიკური რეპრესიების მსხვრპლთა რეაბილიტაციის შესახებ“[104] , რსფსრ-ის 1991 წლის 26 აპრილის კანონი № 1107-1 „რეპრესირებული ხალხების შესახებ“[105] და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2014 წლის 21 აპრილის № 268 ბრძანება „სომეხი, ბულგარელი, ბერძენი, ყირიმელი თათრების და გერმანელების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების ღონისძიებების შესახებ“[106]. აბდურაიმოვის შეფასებითვე ყირიმში მათი პრობლემების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დაბლოკილია[107].

2015 წელს უკრაინის უზენაესმა რადამ დეპორტაცია გენოციდად აღიარა და დააწესა ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, რომელიც 18 მაისს აღინიშნება[108][109].

2019 წელს ლატვიის სეიმმა მოამზადა განცხადება ყირიმელი თათრების დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ[110][111]. 2019 წლის 9 მაისს ლატვიამ აღიარა დეპორტაცია გენოციდად[112].

სამეცნიერო შეფასებები

ისტორიკოსი ნორმან ნაიმარკი მიიჩნევს, რომ სტალინს ჰქონდა ეჭვი ყირიმელი თათრების დანაშაულის შესახებ, რადგან ყირიმი იყო ძალზედ სახიფათი სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი[113].

მიჩიგანის უნივერსიტეტის პედაგოგი, ანთროპოლოგი გრეტა ულინგი თვლის, რომ გაეროს კონვენციის თანამედროვე რედაქციის თანახმად ყირიმელი თათრების დეპორტაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გენოციდი[114].

ერაყის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ჯონათან ოტო პოლის აზრით დეპორტაცია იყო „სოციალისტური რასიზმისა“ და „ეთნიკური წმენდის“ მაგალითი[115].

ხსოვნა

 
სადგურ სირენის მემორიალური დაფა

სუდაკში არსებობს დეპორტაციის მსხვერპლთა ძეგლი. მოქანდაკე ილმი ამეტოვი. აღმართეს 1994 წელს[116].

მემორიალური კომპლექსი დეპორტაციის მსხვერლთა პატივისცემის ნიშნად სადგურ სირენში, ყირიმის ბახჩისარაის რაიონში. გაიხსნა 2016 წლის 18 მაისს[117].

ხელოვნებაში

2004 წელს ყირიმელმა თათარმა რეჟისორმა რუსტემ ემინოვმა პირველმა შექმნა ფერწერული ტილოების სერია „უნუტმა — გახსოვდეს“, რომელშიც აღწერა თავისი ხალხის ტრაგედია. 2005 წლის 18 მაისს ეს ტილოები პირველად აჩვენეს მის პერსონალურ გამოფენაზე ყირიმში.

2013 წელს, 1944 წლის მაისის ამბები საფუძლად დაედო რეჟისორ ახმეტ სეიტაბლაევის მხატვრულ ფილმს „ხაიტარმა“ („დაბრუნება“). ფილმის მთავარი გმირია სამხედრო მფრინავი, გვარდიის მაიორი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი ამეტ-ხან სულთანი[118].

2015 წელს კრისტინა ფაშინმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ბრძოლა სახლისათვის: ყირიმელი თათრები უკრაინა-კატარის თანამშრომლობის შედეგად. ფილმში ასახულია ყირიმელი თათრების ისტორია 1783 წლიდან 2014 წლამდე, განსაკუთრებული აქცენტი კი 1944 წლის მასობრივ დეპორტაციაზეა გაკეთებული[119].

2016 წლის 14 მაისს უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ ევროვიზიის კონკურსზე გაიმარჯვა ყირიმელი თათრებისადმი მიძღვნილი სიმღერით 1944[120].

ლიტერატურა

  • Куртиев Р. И., Депортация крымских татар 18 мая 1944 год — как это было, Симферополь, 2004.
  • Возгрин В. Е., Мокроусовцы против народа, или как крымских татар убивали «свои»., М., 2004.
  • Эдиев Д. М., Демографические потери депортированных народов СССР., Ставрополь, 2003, ISBN 595960020X.
  • Козлов В. А., Вайнахи и имперская власть: проблема Чечни и Ингушетии во внутренней политике России и СССР., М., 2011, ISBN 978-5-8243-1443-4.
  • Бугаев А. М., Почему Сталин выселял народы? (постановка проблемы), 2009, ISBN 978-5-8243-1443-4.
  • Музафаров Р., Крымскотатарская энциклопедия., Симферополь, 1993.
  • Червонная С., Татарский Крым в пламени второй мировой войны (Доклад на Международной научной конференции «Африканцы и азиаты в европейских войнах до 1945 года» в центре исследований современного Востока в Берлине., Берлин, 1999.
  • Бекирова Г., Крым и крымские татары в ХIХ—ХХ вв., М., 2005.
  • Возгрин В. Е. История крымских татар: очерки этнической истории коренного народа Крыма в четырех томах,. — М.: Kartbaba prodakshn. — ISBN 9669741300, 9789669741301.
  • Пыхалов И. В. За что Сталин выселял народы? Сталинские депортации — преступный произвол или справедливое возмездие?. — М.: Яуза-Пресс, 2008. — 480 с. — (Сталинский ренессанс). — 5000 экз. — ISBN 978-5-9955-0017-9.
  • Бугай Н. Ф. Репрессированные народы России. — Капь, 1994. — 259 с.
  • Potichnyj, Peter J. (1975). „The Struggle of the Crimean Tatars“. Canadian Slavonic Papers. 17 (2–3): 302–319. doi:10.1080/00085006.1975.11091411. JSTOR 40866872.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Garrard, John; Healicon, Alison (1993) World War 2 and the Soviet People: Selected Papers from the Fourth World Congress for Soviet and East European Studies. New York City: Springer. ISBN 9781349227969. OCLC 30408834. 
Olson, James Stuart; Pappas, Lee Brigance; Pappas, Nicholas Charles (1994) An Ethnohistorical Dictionary of the Russian and Soviet Empires. Westport, Conn.: Greenwood Publishing Group. ISBN 9780313274978. OCLC 27431039. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Бугай Н. Депортация народов / Война и общество. 1941—1945. — Кн. вторая. — М.: Наука, 2004.
  2. ДЕПОРТАЦІЯ КРИМСЬКОТАТАРСЬКОГО НАРОДУ 1944. ციტირების თარიღი: 2019-05-09.
  3. 3.0 3.1 «…Нельзя не отметить, что значительная часть татарского населения высказывает желание возвратиться в Крым». К 35-летию Указа Президиума Верховного Совета СССР «О гражданах татарской национальности, проживавших в Крыму». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-04. ციტირების თარიღი: 2016-02-06.
  4. 4.0 4.1 Декларация Верховного Совета СССР «О признании незаконными и преступными репрессивных актов против народов, подвергшихся насильственному переселению, и обеспечении их прав»
  5. „Указ Президента Российской Федерации от 21.04.2014 г. № 268 «О мерах по реабилитации армянского, болгарского, греческого, крымско-татарского и немецкого народов и государственной поддержке их возрождения и развития»“. Kremlin.ru. 21 апреля 2014. ციტირების თარიღი: 2016-01-20. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Верховная Рада Украины приняла Постановление «О признании геноцида крымскотатарского народа» დაარქივებული 2017-08-28 საიტზე Wayback Machine. // Верховная Рада Украины. Официальный портал (12.11.2015)
  7. Про визнання геноциду кримськотатарського народу від 12.11.2015 № 792-VIII
  8. Сейм Латвии признал геноцидом массовую депортацию крымских татар в 1944 году. «Новая газета». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-10. ციტირების თარიღი: 2019-05-10.
  9. Депортация крымских татар: Литва признала такие действия геноцидом (2019-05-06). ციტირების თარიღი: 2019-06-07.
  10. Drohobycky, 1995, стр. 73
  11. 11.0 11.1 Tanner, 2004, стр. 22
  12. Быкова, Т.. Створення Кримської АСРР (1921 р.) українською. ციტირების თარიღი: 13-05-2019.
  13. Возгрин В. Е. Исторические судьбы крымских татар(რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-15. ციტირების თარიღი: 2019-05-19.
  14. Россия: коренные народы и зарубежные диаспоры (краткий этно-исторический справочник) Ю. А. Евстигнеев. Литрес Санкт-Петербург, 2015 г.
  15. Гусейнов Ю. М. Крымское ханство в XV—XVI вв. : охлаждение и разрыв отношений с Россией, и характер взаимоотношений с польско-литовским государством. Вестник Брянского госуниверситета. 2016 (1)
  16. Г. Л. Кессельбреннер. Крым: страницы истории. — М.: SvR-Аргус, 1994. — ISBN 5-86949-003-0
  17. Лашков Федор Федорович. Шагин-Гирей, последний Крымский хан. — Киев : тип. А. Давиденко, аренд. Л. Штамом, 1886, стр. 67-69
  18. № 15920. — Февраля 2 — Именный, данный Сенату — Об Учреждении Таврической Области
  19. „Василий Каширин: Вступление русских войск в Бессарабию и ликвидация Буджакской татарской орды в начале русско-турецкой войны 1806-1812 гг. - ИА REGNUM“. ИА REGNUM (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-10.
  20. Щербина Ф.А. История Кубанского казачьего войска. Вече, 2013
  21. Potichnyj, 1975, გვ. 302–319
  22. Крымские татары: перманентная депортация ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-10. ციტირების თარიღი: 2019-05-10.
  23. Fisher, 1987, გვ. 356—371
  24. Vardys, 1971
  25. Smele, 2015, გვ. 302
  26. 26.0 26.1 Государственный комитет обороны товарищу СТАЛИНУ И.В. (10 мая 1944 года) | Никто не забыт, ничто не забыто. 2w.su. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-04. ციტირების თარიღი: 2016-05-23.
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 27.5 27.6 Гульнара Бекирова. Крымскотатарское национальное движение в 50-60-х гг.: становление, первые победы и разочарования.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-17. ციტირების თარიღი: 2016-02-06.
  28. д.и.н. Юрий Жуков, ведущий научный сотрудник Институт российской истории|Института российской истории РАН. «ГУЛАГа в школьном расписании [https://web.archive.org/web/20110913151035/http://www.lgz.ru/article/14728/ დაარქივებული 2011-09-13 საიტზე Wayback Machine. ». «Литературная газета» № 50 (6304), 8 декабря 2010
  29. Романько О. В. Крым 1941-44 гг. Оккупация и коллаборационизм. Симферополь, 2005
  30. 30.0 30.1 Депортация крымских татар в вопросах и ответах - Русская служба Би-би-си. Русская служба Би-би-си. ციტირების თარიღი: 2016-05-21.
  31. Планировала ли Турция нападение на СССР во время Второй мировой войны?. islam-today.ru. ციტირების თარიღი: 2016-05-21.
  32. The Deportation and Fate of the Crimean Tatars. www.iccrimea.org. ციტირების თარიღი: 2016-05-22.
  33. Козлов, 2011, стр. 685
  34. Эдиев, 2003, стр. 28
  35. Эдиев, 2003, стр. 26—27
  36. Эдиев, 2003, стр. 27
  37. Эдиев, 2003, стр. 29
  38. Акаев
  39. Сергей Громенко. Крымскотатарские дезертиры. Правда или миф. Крым.Реалии. ციტატა: „Вместе перебежчиков, дезертиров и уклонистов среди крымских татар - лишь 3,5 тысячи, а не мифические 20 тысяч. В общем, «20 тысяч» - это округлённое количество всех крымских татар, служивших в Красной армии после 1941 года на Большой земле и в Севастополе. И с учётом 9 тысяч выживших, среди которых - дважды Герой Советского Союза Амет-Хан, пять Героев и два полных кавалера Ордена Славы, взяться «20 тысячам крымскотатарских дезертиров» было просто неоткуда.“ ციტირების თარიღი: 2019-01-18.
  40. Постановление ГКО № 5859-сс "О крымских татарах". www.memorial.krsk.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-18. ციტირების თარიღი: 2016-05-21.
  41. Депортация народов // Николай Бугай. scepsis.net. ციტირების თარიღი: 2016-05-23.
  42. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-22. ციტირების თარიღი: 2019-05-19.
  43. Калыбекова
  44. 44.0 44.1 Бугаев, 2009
  45. Crimea, Ukraine Virtual Jewish History Tour. www.jewishvirtuallibrary.org. ციტირების თარიღი: 2019-05-10.
  46. From the Archive: When Jews ‘colonized’ Crimea - Jewish World - Jerusalem Post. www.jpost.com. ციტირების თარიღი: 2019-05-10.
  47. Проект Крымская Калифорния и хитрость Сталина
  48. Демоскоп Weekly - Приложение. Справочник статистических показателей.. www.demoscope.ru. ციტირების თარიღი: 2019-05-14.
  49. Демоскоп Weekly - Приложение. Справочник статистических показателей.. www.demoscope.ru. ციტირების თარიღი: 2019-05-14.
  50. Червонная, 1999
  51. Возгрин, 2004
  52. Бекирова, 2005
  53. Музафаров, 1993
  54. 54.0 54.1 Эдиев, 2003, стр. 23—24
  55. Эдиев, 2003, стр. 24—25
  56. Эдиев, 2003, стр. 25
  57. 57.0 57.1 Депортация крымских татар 18 мая 1944 года. Как это было (воспоминания депортированных). Часть вторая. Составитель: Рефат Куртиев. Симферополь, Оджакъ, 2005. ISBN 966-8535-29-4
  58. Стратегическая оборона. 1941—1942 гг. А в это время в тылу… Переселение | Красноярск-Берлин. pobeda.krskstate.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-21. ციტირების თარიღი: 2016-06-10.
  59. Дагджи Т. Ш. Сталинский геноцид и этноцид крымскотатарского народа. Документы, факты, комментарии. Симферополь 2008. ISBN 978-966-2913-67-5
  60. 60.0 60.1 Гульнара Бекирова. Крымские татары. 1941—1991 (Опыт политической истории). Том 1. Симферополь 2008. ISBN 978-966-470-011-2
  61. 61.0 61.1 Г. Бекирова. Крымскотатарская проблема в СССР (1944—1991). Симферополь, Оджакъ, 2004 ISBN 966-8535-06-5
  62. ПОСТАНОВЛЕНИЕ ГОКО №5859сс. sevkrimrus.narod.ru. ციტირების თარიღი: 2016-05-22.
  63. Вагон-теплушка, слёзы и цветы. www.gazetacrimea.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-08. ციტირების თარიღი: 2016-06-12.
  64. Депортация крымских татар 18 мая 1944 года. Как это было (воспоминания депортированных). Составитель: Рефат Куртиев. Симферополь, Оджакъ, 2004. ISBN 966-8535-14-6
  65. twirpx.com/file/2582670/ Османов Ю. Б. Исторические справки, страница 85
  66. Телеграмма № 1476 от 8 июня 1944 13 час. 00 мин Л. Берии из Ташкента от Бабаджанова. ГАРФ, ф.9479, оп.1с, д.179, л.241
  67. Депортация крымских татар в вопросах и ответах. BBC Україна. ციტირების თარიღი: 2019-05-14.
  68. Сравнение жертв с естественной смертностью в СССР.
  69. Голод 1947 г. в СССР. www.hist.msu.ru. ციტირების თარიღი: 2016-05-22.
  70. ГАРФ ф. 9479, оп. 1с, д. 248, л. 12. Опубликовано в кн. Гульнара Бекирова. Крымские татары. 1941—1991 (Опыт политической истории). Том 1. Симферополь 2008.
  71. Pohl, 2000, стр. 10
  72. Ukrainian Congress Committee of America, 2004
  73. Human Rights Watch, 1991, стр. 34
  74. Указ Президиума Верховного Совета СССР «Об уголовной ответственности за побеги из мест обязательного и постоянного поселения лиц, выселенных в отдаленные районы Советского Союза в период Отечественной войны» от 26 ноября 1948 года
  75. УКАЗ ОБ ОТМЕНЕ УКАЗА ПРЕЗИДИУМА ВЕРХОВНОГО СОВЕТА СССР ОТ 26 НОЯБРЯ 1948 ГОДА "ОБ УГОЛОВНОЙ ОТВЕТСТВЕННОСТИ ЗА ПОБЕГИ ИЗ МЕСТ ОБЯЗАТЕЛЬНОГО И ПОСТОЯННОГО ПОСЕЛЕНИЯ ЛИЦ, ВЫСЕЛЕННЫХ В ОТДАЛЕННЫЕ РАЙОНЫ СОВЕТСКОГО СОЮЗА В ПЕРИОД ОТЕЧЕСТВЕННОЙ ВОЙНЫ".
  76. Указ Президиума Верховного Совета СССР "О гражданах татарской национальности, проживавших в Крыму". www.memorial.krsk.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-01. ციტირების თარიღი: 2016-06-14.
  77. Edward E. Allworth. Mass Exile, Ethnocide, Group Derogation: ANomaly or Norm in Soviet Nationality Policies? // The Tatars of Crimea: Return to the Homeland. Edited by Edward A. Allworth. Second edition, revised and expanded. (Central Asia Book Series.) — Durham—London: Duke University Press, 1998. — P. 201—204.
  78. ПОСТАНОВЛЕНИЕ ВЕРХОВНОГО СОВЕТА СССР О ВЫВОДАХ И ПРЕДЛОЖЕНИЯХ КОМИССИЙ ПО ПРОБЛЕМАМ СОВЕТСКИХ НЕМЦЕВ И КРЫМСКО-ТАТАРСКОГО НАРОДА
  79. Выводы и предложения комиссии по проблемам крымскотатарского народа Совета Национальностей ВС СССР. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-03. ციტირების თარიღი: 2017-02-22.
  80. Закон РСФСР от 26 апреля 1991 г. N 1107-I «О реабилитации репрессированных народов» (с изменениями и дополнениями)
  81. Administrator. П О С Т А НОВ СМ СССР О первоочередных мерах по решению вопросов, связанных с возвращением крымских татар в Крымскую область. НДКТ. ციტირების თარიღი: 2016-06-15.
  82. ПРИОБРЕТЕНИЕ ГРАЖДАНСТВА УКРАИНЫ ДЕПОРТИРОВАННЫМИ ЛИЦАМИ В АВТОНОМНОЙ РЕСПУБЛИКЕ КРЫМ.
  83. 83.0 83.1 ЭМИГРАЦИОННЫЙ ПОТЕНЦИАЛ КРЫМСКИХ ТАТАР.
  84. Узелок на память. Как крымские татары снова в Россию вошли. www.fergananews.com. ციტირების თარიღი: 2016-06-14.
  85. Крымские татары: Прорыв на родину (Часть II)
  86. http://www.ndkt.org/download/1.html
  87. YatsenyukLeaks. (2012-10-07) Яценюк: татар нужно наказывать за захват земли в Крыму. ციტირების თარიღი: 2016-06-14.
  88. Аксенов назвал число отказавшихся от российского гражданства крымских татар. lenta.ru. ციტირების თარიღი: 2016-06-14.
  89. А. Г. Виноградов. Население России и СССР с древнейших времен до наших дней: Демография, Статистические таблицы, Часть 2. стр. 57
  90. [Кащенко С. Г. Выселение христиан из Крымского ханства в Россию в 1778 г. Ученые записки Таврического национального университета им. В. И. Вернадского. Серия «Юридические науки». Том 19 (58), № 2. 2006 г. с. 29-35.]
  91. Добросовестных и трудолюбивых. БелПресса. www.belpressa.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-20. ციტირების თარიღი: 2016-05-23.
  92. Крымскотатарское национальное движение. Том I. РАЗДЕЛ I. КРЫМСКОТАТАРСКОЕ НАЦИОНАЛЬНОЕ ДВИЖЕНИЕ. ИНФОРМАЦИОННАЯ БАЗА И ИСТОРИОГРАФИЯ. ГЛАВА 1. ИСТОЧНИКОВАЯ БАЗА ИЗУЧЕНИЯ КРЫМСКОТАТАРСКОГО ДВИЖЕНИЯ / Ред. М. Н. Губогло, С. М. Червонная, Серия: «Национальные движения в СССР», ЦИМО — М. 1992
  93. Литсовет: "НАЦИОНАЛЬНОЕ ДВИЖЕНИЕ КРЫМСКИХ ТАТАР (Попытка краткого анализа участника движения)", Эминов Р. Я.. www.litsovet.ru. ციტირების თარიღი: 2016-06-14.
  94. В Крыму при переписи число татар и крымских татар решили не суммировать. Новости Крыма. ციტირების თარიღი: 2016-06-12.
  95. Сейм Латвии признал депортацию крымских татар - геноцидом. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2019. ციტირების თარიღი: 10 May 2019.
  96. Депортация крымских татар: Литва признала такие действия геноцидом (2019-05-06). ციტირების თარიღი: 2019-06-07.
  97. „Указ Президента Российской Федерации от 21.04.2014 г. № 268 «О мерах по реабилитации армянского, болгарского, греческого, крымско-татарского и немецкого народов и государственной поддержке их возрождения и развития»“. Kremlin.ru. 21 апреля 2014. ციტირების თარიღი: 2016-01-20. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  98. 98.0 98.1 Jamala remporte l’Eurovision en chantant la tragédie des Tatars, Le Figaro. Перевод: «Джамала уже два года не была в Крыму, где за последние недели усилились репрессии против татарского населения. С 20 апреля Меджлис крымско-татарского народа признан экстремистским объединением, и его деятельность в России запрещена»
  99. 99.0 99.1 Крымские татары о новой жизни в составе России. «Несколько лет назад пытки — это было ЧП, а сейчас — норма. Для России», Телеканал Дождь «Уполномоченный по правам человека Татьяна Москалькова приехала в Крым и встретилась с крымскими татарами. Москалькова беседовала с представителями Меджлиса крымскотатарского народа, который решением российского суда признан экстремистским и запрещен. Москальковой в среду, 11 мая, рассказали о внезапных обысках, безосновательных арестах и предвзятом отношении к заключенным татарам в СИЗО.»
  100. В Симферополе у членов меджлиса крымских татар прошли обыски Телеканал Дождь 12:03, 26 МАЯ
  101. ООН осудила «притеснение» крымских татар დაარქივებული 2018-11-19 საიტზე Wayback Machine. — RFI, 16-05-2014
  102. Совет Европы осуждает нарушения прав татарского народа в Крыму დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. — Голос Америки, 03.10.2014
  103. Report to the Secretary General of the Council of Europe
  104. Закон О реабилитации жертв политических репрессий
  105. Закон"О реабилитации репрессированных народов"
  106. Указ Президента РФ № 268 «О мерах по реабилитации армянского, болгарского, греческого, крымско-татарского и немецкого народов и государственной поддержке их возрождения и развития»
  107. Почему буксует реабилитация репрессированных?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-14. ციტირების თარიღი: 2019-05-22.
  108. Про визнання геноциду кримськотатарського народу від 12.11.2015 № 792-VIII
  109. Верховная Рада Украины приняла Постановление «О признании геноцида крымскотатарского народа» დაარქივებული 2017-08-28 საიტზე Wayback Machine. // Верховная Рада Украины. Официальный портал (12.11.2015)
  110. Латвия намерена признать геноцидом депортацию крымских татар. www.mk.ru. ციტირების თარიღი: 2019-04-29.
  111. Сейм Латвии готовится признать депортацию крымских татар "геноцидом". РИА Новости (20190425T0540+0300Z). ციტირების თარიღი: 2019-04-29.
  112. Сейм Латвии признал геноцидом массовую депортацию крымских татар в 1944 году. Новая газета - Novayagazeta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-10. ციტირების თარიღი: 2019-05-10.
  113. Naimark N. Stalin’s Genocides. — Princeton: Princeton University Press, 2011. — P. 15—29, 97—98. — 163 p.
  114. Uehling G. Beyond Memory:The Crimean Tatars’ Deportation and Return. — Basingstoke: Palgrave Macmillan, 2004. — P. 90—92. — 294 p.
  115. J. Otto Pohl.Socialist Racism: Ethnic Cleansing andRacial Exclusion in the USSR and Israel // Human Rights Review (англ.)русск.. — Volume 7. — Issue 2 (April-June 2006). — PP. 60—80.
  116. Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-24. ციტირების თარიღი: 2017-04-24.
  117. В Крыму вспоминают жертв депортации: на месте мемориала установлен закладной камень. ციტირების თარიღი: 2019-05-19.
  118. Елена Ардабацкая. (19 июня 2013) «Хайтарма»: боль одного народа?. Московский комсомолец. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-05-15.
  119. A Struggle for Home: The Crimean Tatars. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-04. ციტირების თარიღი: 2019-05-23.
  120. The Dark History Behind Eurovision's Ukraine Entry