ჩრდილოეთ საჰარის სტეპი და ტყიანი ადგილები

ჩრდილოეთ საჰარის სტეპი და ტყიანი ადგილები — უდაბნო ეკორეგიონი, სიმშრალის ამტანი ბუჩქნარით დაფარული ბუნებრივი ზონა საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთ კიდეზე, რომელიც ესაზღვრება ხმელთაშუზღვიურ მაღრიბსა და კირენაიკის სუბტროპიკული ტყეებისა და ბუჩქნარების ზონას.

სუ-მასის ეროვნული პარკი მაროკოში

ზამთრის წვიმები ასაზრდოებს ბუჩქნარსა და მშრალ ტყიან ადგილებს, რომელიც აყალიბებს გარდამავალ ზონას ხმელთაშუაზღვიური კლიმატის რეგიონსა და უკიდურესად მშრალ საჰარის უდაბნოს შორის.

ჩრდილოეთ საჰარის სტეპი და ტყიანი ადგილები მოიცავს 1 675 300 კმ²-ს და ვრცელდება დასავლეთ საჰარის, მაროკოს, მავრიტანიის, ალჟირის, ტუნისის, ლიბიის და ეგვიპტის ტერიტორიებზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება