ჰოულენდი (ინგლ. Howland Island) — კუნძული წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, ამერიკის შეერთებული შტატების არაინკორპორირებული არაორგანიზებული დაუსახლებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა).

ჰოულენდი
მშობ. სახელი: ინგლ. Howland Island

კუნძული ჰოულენდი
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 00°48′24″ ჩ. გ. 176°36′59″ დ. გ. / 0.80667° ჩ. გ. 176.61639° დ. გ. / 0.80667; -176.61639
ფართობი 1,62 კმ²
სიგრძე 2,5 კმ
სიგანე 0,8 კმ
სანაპიროს სიგრძე 6,4 კმ
უმაღლესი წერტილი 3 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)
ჰოულენდი — წყნარი ოკეანე
ჰოულენდი

კუნძული აღმოაჩინეს XIX საუკუნის დასაწყისში. 1857 წლიდან ოფიციალურად ეკუთვნის აშშ-ს. კუნძულის საერთო ფართობია — 1,62 კმ².

გეოგრაფია რედაქტირება

 
კუნძულ ჰოულენდის ხედი კოსმოსიდან
 
კუნძულ ჰოულენდის მდებარეობა

კუნძულს აქვს წაგრძელებული ფორმა და გარშემორტყმულია მარჯნის რიფით. მისი სიგრძეა 2,5 კმ, ხოლო სიგანე არაუმეტესი 0,8 კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე — 6,4 კმ. ზღვის დონიდან ყველაზე მაქსიმალური სიმაღლე — 3 მეტრი. კუნძულზე დგას შუქურა ერჰარტი.

ზოგჯერ 70 კმ-ით სამხრეთით მდებარე კუნძულ ბეიკერთან ერთად შეჰყავთ ფენიქსის კუნძულების შემადგენლობაში.

მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო რედაქტირება

კუნძული მთლიანად დაფარულია ბალახით და დაბალი სიმაღლის ბუჩქებით. კუნძულის ცენტრში იზრდებიან დაბალი სიმაღლის ხეები.

ისტორია რედაქტირება

კუნძული ჰოულენდი აღმოაჩინეს 1842 წელს ამერიკულმა ვეშაპის დამჭერებმა და მას სახელი ერთ-ერთი მათგანის პატივსაცემად დაარქვეს. შეიყვანეს ჰავაის კუნძულების შემადგენლობაში, მაგრამ 1936 წელს გადავიდა აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისდიქციაში. ჰოულენდი — ეგრეთ წოდებული აშშ-ის არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიაა (იურიდიულად არ ითვლება აშშ-ის ტერიტორიის ნაწილად). დღეისათვის აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო აკვირდება კუნძულს გარეული ბუნების გადარჩენის ეროვნული პროგრამის ფორმატში.

ამ კუნძულს უკავშირდება ლეგენდარული ამერიკელი მფრინავი ქალის ამელია ერჰარტის გაქრობა. პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის განკარგულებით ჰოულენდზე სპეციალურად ერჰარტის გადაფრენისთვის აშენდა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.

მოსახლეობა რედაქტირება

კუნძულზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. ყოველწლიურად აქ მოდიან აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები. კუნძულზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ნებართვით და ძირითადად მეცნიერებისათვის.