ბარდოს ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუზეუმის შენობა
კართაგენის ხელოვნების დარბაზი

ბარდოს ეროვნული მუზეუმი (ფრანგ. Le musée national du Bardo, არაბ. المتحف الوطني بباردو) — რომაული მოზაიკის და სხვა ანტიკური ხელოვნების ნიმუშების მუზეუმი ტუნისში. მდებარეობს ქალაქ ტუნისის გარეუბან ბარდოში.

მუზეუმი განთავსებულია XIII საუკუნეში ჰაფსიდების მიერ აგებულ ყოფილ სასახლეში. მუზეუმის დაარსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 1885 წელს, მაყურებლებისათვის გაიხსნა 1888 წელს. 2009 წელს დაიწყო მუზეუმის გაფართოების სამუშაოები, რომელიც 2012 წელს დასრულდა.

ბარდოს ეროვნული მუზეუმი სიდიდით მეორეა აფრიკაში ეგვიპტის მუზეუმის შემდეგ, რომელიც კაიროში მდებარეობს.

მუზეუმში ექვსი განყოფილებაა: ისტორიამდელი, პუნიკური, ნუმიდიური, მაჰდის წყალქვეშა განძის, გვიანი ანტიკური და ისლამური.

რომაული პერიოდის ნიმუშები მოიცავს ცნობილი რომაული მოზაიკის კოლექციას, ქანდაკებებსა და სარკოფაგებს.

2015 წლის 18 მარტს მუზეუმი გახდა ტერორისტების სამიზნე. დაიღუპა 22 ადამიანი[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Blanchard-Lemée M. et al. Sols de l'Afrique romaine. Mosaïques de Tunisie. Paris, 1995. ISBN 2-7433-0056-6
  • Magi G., Fabbri P. Kunst und Geschichte Tunesiens. Florenz: Casa Editrice Bonechi, 2008. ISBN 978-88-476-2179-4, S. 13–20.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]