ვიკიმონაცემები:პასუხისმგებლობის უარყოფა

This page is a translated version of the page Wikidata:General disclaimer and the translation is 87% complete.
Outdated translations are marked like this.

Note: This document was originally written in English. While we hope that subsequent translations of this document are accurate, in the event of any differences in meaning between the original English version and a translation, the original English version takes precedence.

ვიკიმონაცემები არ იძლევა ინფორმაციის სიზუსტის გარანტიას

ვიკიმონაცემები ღია მონაცემთა ბაზაა. მას ქმნიან მოხალისეები. პროექტის სტუქტურა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს შეცვალოს მასალა პროექტში. გაითვალისწინეთ რომ აქ მოცემული მონაცემები ყოველთვის არაა სპეციალისტების მიერ შემოწმებული, რათა მოგაწოდოთ ზუსტი და სანდო ინფორმაცია.

ეს არ ნიშნავს რომ თქვენ არ შეგიძლიათ ვიკიმონაცემებში იპოვოთ ზუსტი ინფორმაცია. თუმვა, ვიკიმონაცემები არ იძლევა აქ მოტანილი ინფორმაციის ხარისხის გარანტიას. ნებისმიერი გვერდი შეიძლება შეიცვალოს, გახდეს ვანდალიზმის მსხვერპლი ან იგი დაარედაქტიროს ადამიანმა, რომლის პოზიცია არ ემთხვევა საზოგადოდ მიღებულს.

არ არის ფორმალური შემოწმება

ვიკიმონაცემებში არ არიან პასუხისმგებელი რედაქტორები, რომლებიც შეამოწმებდნენ გვერდებს გამოქვეყნებამდე. აქტიური რედაქტორები იყენებენ გვერდებს: ბოლო ცვლილებები და ახალი გვერდები, რათა თვალყური ადევნონ მიმდინარე ცვლილებებს. თუმცა პროექტში არ არსებობს საერთო შემოწმება; чმომხმარებლებს შუძლიათ გაასწორონ შეცდომები და მონაწილეობა მიიღონ განხილვებში, თუმცა ისინი არ არიან ვალდებულნი გააკეთონ ეს. ასე რომ იმის გარანტია რომ აქ მოცემული ინფორმაცია შესაბამება თქვენს ამოცანებს არ არსებობს.

არავინ რედაქტორთაგან, სპონსორთაგან, ადმინისტრატორთაგან ან სხა პირთაგან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ვიკიმონაცემებთან რაიმე ფორმით, არ არის პასუხისმგებელი არასზუსტ ან მცდარ ინფორმაციაზე ან იმაზე, თუ როგორ გამოიყენებთ თქვენ ამ ინფორმაციას.

არ არის კონტრაქტი; შეზღუდული ლიცენზია

გთხოვთ დარწმუნდეტ რომ გესმით შემდეგი:პროექტში წარმოდგენილი ინფორმაცია ვრცელდება თავისუფლად და არანაირი შეთანხმება ან კონტრაქტი საიტის მფლობელებსა თუ მონაწილეებთან, სერვერთა მფლობელებთან, რედაქტორებთან, ადმინისტრატორებთან ან სხვა პირებთან, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებულნი არიან პროექტთან, არ შეიძლება იყოს პირდაპირი პრეტენზიების ობიექტი მათთან. თქვენ გეძლევათ შეზღუდული ლიცენზია. ეს არ ნიშნავს რაიმე პასუხისმგებლობას ვიკიმონაცემების, მისი აგენტების, წევრების, ორგანიზაციებისა თუ სხვა მომხმარებლების მხრიდან.

არ არსებობს არანაირი შეთანხმება თქვენსა და ვიკიმონაცემებს შორის ინფორმაციის გამოყენებაზე ლიცენზიით Creative Commons Attribution-Sharealike 3.0 Unported License (CC-BY-SA) და Creative Commons Public Domain Dedication (CC-0); ასევე არავინ არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის რედაქტირებაზე, მოდიფიცირაბასა თუ წაშლაზე, რომელიც თქვენ განათავსეთ პროექტში.

შიგთავსის კანონიერება

ვიკიმონაცემებიდან არებული ინფორმაცია შეიძლება არღვევდეს თქვენი ქვეყნის კანონებს. ვიკიმონაცემების ბაზა მდებარეობს ფლორიდაში (აშშ) და ექვემდებარება ადგილობრივ და ფედერალურ კანონებს. თქვენი ქვეყნის კანონებით შეიძლება არ იყოს გარანტირებული სიტყვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება. ვიკიმონაცემები არ აქეზებს კანონდარღვევას და არ იღებს პასუხისმგებლობას მსგავსი დარღვევებისათვის.

არ არის პროფესიონალური რჩევები

თუ გჭირდებათ კონკრეტული რჩევები (მედიცინაში, იურისდიქციაში, თუ რისკების მართვაში), გთხოვთ მიმართოთ შესაბამისი სფეროს პროფესიონალებს.