poster
11.05.11
კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  ქართულ-ამერიკულ კერძო სკოლას  ”ვაზიანი+” ეწვია და  პირადად გაეცნო სასკოლო გარემოს, მის ინფრასტრუქტურას.
10.05.11
საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2014 წლამდე არის ნებაყოფლობითი. ყოველი წლის ივლისის თვეში ყველა პედაგოგს ეძლევა საშუალება  გაიაროს სერტიფიცირება პროფესიულ უნარებში და  მაპროფილებელ საგანში.
09.05.11
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად,  ქუთაისში რამდენიმე საგანმანათლებლო  დაწესებულებას ეწვია. პირველად პრეზიდენტმა ქუთაისის  პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა.
08.05.11
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მე-100 საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ ვენერა სიხარულიძეს ოჯახში ეწვია,  პირადად მიულოცა დამდეგი 9 მაისი და საჩუქრები გადასცა.
08.05.11
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურანლისტებისათვის გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარი სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა და საატესტატო გამოცდების თაობაზე ჟურნალისტების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
07.05.11
ხუდადოვის ტყეში  500 ნერგი დაირგო. „დარგე ხე გაამწვანე თბილისი“ აქციის ფარგლებში 500 სკოლის მანდატურმა დღეს კედრებისა და კიპარისის  500 ნერგი დარგო.  აქციაში მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც იღებდა.
06.05.11
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა და წარმატებულ თანამშრომლებს ღირსების ორდენი გადასცა, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.
06.05.11
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუნესკოს ინტერკულტურული დიალოგის კათედრის თანამშრომლები ქ. გორის №8 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებს ეწვივნენ.
05.05.11
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულები დააჯიდოვეს.
04.05.11
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნო.  გამოფენა პრეზიდენტის  მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში გაიმართა.
03.05.11
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები  თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში მოღვაწე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ.