04:33:37

Share |

გურჯაანში რიყის ქვის კენჭისგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს

გურჯაანში, ე.წ. „გოძიანთეულის“ ტერიტორიაზე რიყის ქვის კენჭისგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ქანდაკება სავარაუდოდ ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხანას განეკუთვნება.

ქანდაკება მიწის დამუშავების დროს იპოვეს. შავი ფერის კენჭი (3X4), ოვალური ფორმისაა და კარგად გათლილ-დამუშავებულია. ზურგის მხარე ბრტყელი და სადაა, ხოლო წინა მხარე ამობურცულია და სხვადასხვა სიგანისა და სიღრმის ჩაჭრილი და ნაკაწრი ხაზებით, ადამიანის სახის ნაკვთებია გამოყვანილი.

„კენჭისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკებები დიდი იშვიათობაა და აქამდე აღმოჩენილია მხოლოდ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე სოფელ არუხლოს გორაზე. აღმოჩენას დიდი მეცნიერული ღირებულება აქვს. „გოძიანთეულის“ მიწები უძველესი ნამოსახლარია, რომელიც მრავალ საიდუმლოს ინახავს. აუცილებელია მისი მეცნიერული გამოკვლევა და შესწავლა“, - განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.

ვიდეო

ჟურნალისტური გამოძიება – მინისტრის მეგობარი 2

ვიდეო

„იარაღს გვადებდა, გესვრითო, გვცემდა და ახლა პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს“

ფოტო რეპორტაჟი

News image

თელავში მედია კაფე გაიხსნა

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ივანიშვილის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 09.11.12
10:00-13:00
Rainfrom southeast10°C3.0m/s
0mm
13:00-19:00
Rainfrom southeast11°C2.3m/s
2.7mm
19:00-01:00
Rainfrom south11°C1.0m/s
2.0mm
შაბათი 10.11.12 13:00-19:00
Rainfrom south-southeast15°C0.3m/s
2.6mm
კვირა 11.11.12 10:00-16:00
Rainfrom south13°C0.3m/s
5.2mm
ორშაბათი 12.11.12 10:00-16:00
Rainfrom southeast8°C2.0m/s
1.5mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy