22 იანვარი 2016,   13:08
ვრცლად
საქართველოში საინტერნეტო მისამართები მხედრული ანბანით დაიწერება

საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა უფლება, რომ საინტერნეტო მისამართები მხედრული ანბანით და დაბოლოებით- ”გე” დაწეროს. მსგავსი პრივილეგიით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს, სიახლე ქართულ ინტერნეტსივრცისთვის რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის გლობალიზაციის პროცესის ფონზე, ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტსივრცეში და ხელს შეუწყობს მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

"ქართველებისთვის ინტერნეტში მუშაობისას ბევრად მოსახერხებელი იქნება ლათინურის ნაცვლად გამოიყენონ მშობლიური ანბანი. ეს პროგრამა 5-6 წლის წინ ამუშავდა და ამ ეტაპზე უკვე 50 დომენური ზონა გვაქვს. მოხარული ვარ, რომ ამ საშუალებით უკვე საქართველოც ისარგებლებს“- აღნიშნა ინტერნეტის მისამართებისა და ნომრების გამანაწილებელი კორპორაციის (ICANN) ვიცეპრეზიდენტმა, მიხეილ იაკუშევიმ.

 

დღის ამბები